ჯასტინ ბიბერმა სცენაზე გონება დაკარგა

ჯასტინ ბიბერმა სცენაზე გონება დაკარგა

ცნობილმა კანადელმა პოპ-მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა, სცენაზე გონება დაკარგა. შემთხვევა ლონდონში, O2 Arena-ს დარბაზის სცენაზე მოხდა.

19 წლის ჯასტინ ბიბერი კონცერტის დაწყებამდე ჩიოდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. მენეჯერების თქმით, პოპ-ვარსკვლავს გადაღლილობა ტანჯავს - ეს რამდენიმე დღის განმავლობაში მისი მესამე კონცერტია. ამჟამად ბიბერი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ძალების აღდგენას ცდილობს.

მომღერლის ფანები მისი ჯანმრთელობის გამო ღელავენ. მათ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გვერდიც კი შექმნეს "justin take a break" ("ჯასტინ, შეისვენე!").

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიბერი სცენაზე ცუდად ხდება - შარშან პოპ-ვარსკვლავს ერთ-ერთი გამოსვლის დროს გული აერია.

მომზადებულია Сelebscoop-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება