სინგაპური აეროპორტებს "ჭკვიანი ღობეებით" დაიცავს

სინგაპური აეროპორტებს "ჭკვიანი ღობეებით" დაიცავს

სინგაპურმა ჩანგას საერთაშორისო აეროპორტი და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტი "ჭკვიანი ღობით" შემოღობა. დამცავ სისტემას AgilFence PIDS ჰქვია. ის მრავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენისგან შედგება, რომლებშიც სინათლის დეტექტორებია ინტეგრირებული. მწარმოებელი ST Electonics-ის თქმით, მათი გამოგონების გამოყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა და სახელმწიფო საზღვრების დასაცავადაც შეიძლება.

ოპტიკურ ბოჭკოებს პერიმეტრის კონტროლის ბევრ თანამედროვე სისტემაში იყენებენ. თუმცა მათი დიდი ღირებულების გამო, მსგავსი სისტემები სიძვირით გამოირჩევა. ST Electonics-ის მტკიცებით, მათი სისტემა შედარებით იაფი და გაცილებით ეფექტურია. ოპტიკურ ბოჭკოზე შეხებისას, მასში შემავალი სინათლის დეტექტორები, გამოსხივებული და ბოჭკოში გამავალი სინათლის სხივის პარამეტს ცვლის. ამ ცვლილებას "ჭკვიანი ღობის" კონტროლის სისტემა აფიქსირებს და მაშინვე დაზიანებულ ოპტიკურ ბოჭკოსთან ყველაზე ახლოს მდებარე კამერის ჩართვის ბრძანებას გასცემს. იგივე განმეორდება ოპტიკური ბოჭკოს გადაჭრის მცდელობის შემთხვევაში.

სისტემა AgilFence PIDS ცალკეული სეგმენტებისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანის დაზიანების შემთხვევაში, დანარჩენები აგრძელებენ მუშაობას. სისტემის შემადგენლობაში დღე-ღამის ხედვის კამერები გამოიყენება. შესაბამისად დამნაშავის დაფიქსირება მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხევით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა