მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ ტელეშოუში ვენესუელას გარდაცვლილი ლიდერის შესახებ სიმღერა შეასრულა.
32 წლის მსახიობი სცენაზე ელტონ ჯონის იმიჯით გამოვიდა და მაშინვე განაცხადა, რომ უგო ჩავესს კარგად არ იცნობს, მაგრამ სიმღერაში, რომელსაც შეასრულებს, ყველაფერი სიმართლეა.
ვენესუელას ლიდერის გარდაცვალების გამო ქევყანაში გამოცხადებული გლოვის მიუხედავად, ტიმბერლეიკმა თავს უფლება მისცა, გარდაცვლილ პოლიტიკოსზე სიმღერის ტექსტში სარკაზმული კომენტარები გაეკეთებინა.
"თქვენ ჯორჯ ბუშს გაეროში გამოსვლისას ეშმაკი უწოდეთ",- ნათქვამია სიმღერაში.
ახალგაზრდა მსახიობმა ჩავესის საყვარელ თუთიყუშსაც დასცინა, რომელიც "პრეზიდენტივით წითელ ბერეტს ატარებდა".
მიუხედავად ამერიკელი მაყურებლის აღფრთოვანებისა, ბევრმა ტიმბერლეიკის გამოსვლა შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს. მათი თქმით, გარდაცვლილ ადამიანზე ასეთი ხუმრობა დაუშვებელია.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.