ბენ აფლეკსა და მეთ დეიმონს მეგობრობაში ხელს ცოლები უშლიან

ბენ აფლეკსა და მეთ დეიმონს მეგობრობაში ხელს ცოლები უშლიან

მეგობრების - ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის მეუღლეები ერთმანეთს ვერ იტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯენიფერ გარნერს და ლუჩიანა ბაროზოს ერთმანეთის დანახვაც კი აღიზიანებთ.

"ოჯახებით მეგობრობენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბენი და მეთი მეგობრები არიან, მათ ცოლებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ლუჩიანა ყოველთვის ფიქრობდა, რომ მეთი ბენზე გაცილებით ნიჭირია და აფლეკის გამუდმებული წარმატება ნერვებს უშლის. განსაკუთრებით გაღიზიანდა, როდესაც ბენმა მისი ფილმისთვის დადებითი შეფასებები და ჯილდოები აიღო", - აცხადებს წყარო.

ლუჩიანა ცდილობს, რომ არ შეხვდეს ჯენიფერს, თუმცა მეუღლეს ანგარიშს მაინც უწევს. სწორედ ამიტომ განმეორებით ქორწილში, რომელსაც მეთი და ლუჩიანა ქორწინების 8 წლის თავზე გადაიხდიან, ბენი და მისი მეუღლე მაინც მიიწვიეს.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება