რიანა თამამი ფოტოებისთვის დედამ დატუქსა

რიანა თამამი ფოტოებისთვის დედამ დატუქსა

ცნობილ ბარბადოსელ მომღერალ რიანას ხშირად აკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თამამი და სექსუალური ფოტოებისთვის, თუმცა თავად მომღერალს ეს კრიტიკა დიდად არ ანაღვლებს. ერთადერთი, ვისი დატუქსვისაც ეშინია, საკუთარი დედაა.

"მთელს დედამიწაზე არავისი მეშინია დედაჩემის გარდა. რამდენიმე დღის წინ დამირეკა და "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ჩემი შიშველი ფოტოების გამო დამტუქსა. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს სკოლაში მტუქსავდნენ მთელი კლასის თვალწინ. მითხრა, რომ საზოგადოების წინ ზედმეტად ინტიმური სიტუაციების დემონსტრირებას ვახდენ", - განაცხადა რიანამ ჟურნალისტებთან.

ვარსკვლავის დედა მონიკა ფენტი მხოლოდ ამ ერთი შენიშვნით არ შემოიფარგლა - მან ურჩ ქალიშვილს მორალი წაუკითხა.

"ეს ჭკუიდან მშლის. ისეთი გაბრაზებული მეუბნება ამ ყველაფერს, რომ უეცრად საკუთარი ქმედებების თავადაც შემრცხვა", - აღნიშნა მომღერალმა.

მიუხედავად ამისა, რიანამ "ინსტაგრამზე" თამამი ფოტოების განთავსება მაინც განაგრძო. რიანას შიშველი საჯდომის ფოტო "ინსტაგრამზე" 330 000-მა ადამიანმა მოიწონა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება