შერონ სტოუნმა 55 წლის იუბილე ახალგაზრდა საყვარელთან აღნიშნა

შერონ სტოუნმა 55 წლის იუბილე ახალგაზრდა საყვარელთან აღნიშნა

ჰოლივუდის მსახიობმა, შერონ სტოუნმა იუბილე 27 წლის საყვარელთან, მარტინ მიკასთან ერთად აღნიშნა. 10 მარტს ჰოლივუდის მსახიობს 55 წელი შეუსრულდა.

მსახიობმა დაბადების დღეზე გრანდიოზული წვეულება მოაწყო: საკუთარ სახლში დაახლოებით 300 კაცი დაპატიჟა (მათ შორის მაიკლ დუგლასი, ვუდი ალენი, მიგელ ფერერო და ჯონ ტრავოლტა). წვეულებაზე სტოუნმა 55 წლის დაძველების ღვინო გახსნა, რომელიც სპეციალურად დღესასწაულისთვის ერთ-ერთ ინტერნეტ აუქციონზე შეიძინა.

საჩუქრად სტოუნს ბრილიანტები მიართვეს: ჰოლივუდში მსახიობი სამკაულების შთამბეჭდავი კოლექციითაა ცნობილი.

სტოუნი უწინდებურად შესანიშნავ ფორმაშია. თავად მსახიობი კი საკუთარი სილამაზის საიდუმლოდ მამაკაცებს მიიჩნევს. "მაგრამ არის ერთი "მაგრამ", - ამბობს სტოუნი,- მამაკაცი თქვენზე ცოტა ახალგაზრდა უნდა იყოს".

მსახიობისა და არგენტინელი მოდელის, მარტინ მიკას რომანი დაახლოებით რვა თვის წინ დაიწყო. ისინი ურთიერთობას არ მალავენ და საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებიან. ამჟამად, სტოუნი წიგნს წერს და სამ ნაშვილებ შვილს ზრდის.

მომზადებულია segodnya.ua-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება