შერონ სტოუნი მოსამსახურეებს აბუჩად იგდებს

შერონ სტოუნი მოსამსახურეებს აბუჩად იგდებს

როგორც ჩანს, მსახიობ შერონ სტოუნს ადამიანების დამცირება უყვარს, განსაკუთრებით კი იმ დაქირავებულ პირებს არ სწყალობს, რომლებიც ემსახურებიან.

რამდენიმე თვის წინ ვარსკვლავს ყოფილი ძიძა ერლინდა ელემენი რასიზმში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ შერონი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მის ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით. ამჯერად კი ვარსკვლავის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მისმა ყოფილმა დამლაგებელმა ანჟელიკა კასტილომ შეიტანა.

ანჟელიკას თქმით, დიასახლისი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მან მუშაობის პერიოდში თავი შეუძლოდ იგრძნო, ექიმის ცნობაც გააჩნდა, მაგრამ შერონი უყვიროდა, რომ საქმე ეკეთებინა. ანჟელიკას ზურგზე სხეულის დაბეჟილობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მსახიობის ოჯახისთვის სუპერმარკეტიდან პროდუქტებით დატვირთული ჩანთებისა და სხვადასხვა ნივთების ტარება დაიწყო. შერონმა მოსამსახურეს გიჟი და სულელი უწოდა და დაითხოვა.

მომზადებულია RadarOnline-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ:

-შერონ სტოუნმა 55 წლის იუბილე ახალგაზრდა საყვარელთან აღნიშნა

--54 წლის შერონ სტოუნს 27 წლის საყვარელი ჰყავს

-შერონ სტოუნი - გლამურული ყაჩაღი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება