დიანა კრუგერი: "ბინდის" ფანი ვარ"

დიანა კრუგერი: "ბინდის" ფანი ვარ"

ცნობილმა მსახიობმა დიანა კრუგერმა ჟურნალ Flare-ს ინტერვიუ მისცა და გამოცემის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. რედაქციასთან საუბრისას დიანა გამოტყდა, რომ ფილმ "ბინდის" თაყვანისმცემელია.

"სინამდვილეში "ბინდის" ნამდვილი ფანი ვარ. ყოველთვის მრცხვენოდა ამის აღიარება. ეს, ალბათ, ჩემი არსებული თინეიჯერი გოგოს ამოძახილია", - აღნიშნა დიანამ.

მსახიობმა საკუთარი კარიერის დასაწყისზეც ისაუბრა.

"ადამიანები მთლად მეძავადაც არა, მაგრამ რაღაც მსგავსად მთვლიდნენ. ყველა ფიქრობდა, რომ როდესაც მსახიობობა ავირჩიე, დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს მე არ მეხებოდა. რა თქმა უნდა, კარიერის დასაწყისში ბევრს ვერთობოდი, თუმცა ნარკოტიკებს და ალკოჰოლს არ მივძალებივარ", - აღნიშნა კრუგერმა.

"მე ვშოულობდი ფულს და შემეძლო ძვირფასი სამოსის შეძენა. ცხოვრება მშვენიერი იყო. როდესაც სამსახიობო კარიერას იწყებ, განსაკუთრებით კი სამოდელო ბიზნესის შემდეგ, ყველას გინდა დაანახო შენი ემოციური სიღრმე. ახლა, როდესაც 10 წლიანი გამოცდილება მაქვს, ვხვდები, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი", - დასძინა დიანამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Flare-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება