რომის პაპს დღეს აირჩევენ

რომის პაპს დღეს აირჩევენ

რომის პაპის არჩევნები დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. განცხადება არჩევნების თაობაზე ვატიკანში შეკრებილმა კათოლიკური ეკლესიის კარდინალებმა გააკეთეს.

115 კარდინალი სამშაბათს სიქსტის კაპელაში მოიყრის თავს და რომის 226-ე პაპს აირჩევს. ჯერ კარდინალებს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავთ. არჩევნები იმ დრომდე გასტანს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი ხმათა ორ მესამედს არ მიიღებს.

რომის ახალი პაპის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თებერვლის ბოლოს ბენედიქტ მე-16, რომელიც 2005 წელს აირჩიეს პაპად, მოულოდნელად გადადგა.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა