”ურჩხული და მზეთუნახავზე” ფილმს იღებენ

”ურჩხული და მზეთუნახავზე” ფილმს იღებენ

სტუდია Disney ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმის "ურჩხული და მზეთუნახავის" მიხედვით სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს გადაიღებს. ახალი ფილმი სპეციალური სპეცეფექტებით გაფორმდება,  მხატვარი-ანიმატორები თითოეულ კადრს რეალისტურ სტილში დახატავენ.

ფენტეზის ჟანრის ახალი ფილმისთვის სცენარზე უკვე მუშაობს ჯო ეჰირნი. შეგახსენებთ, რომ სიუჟეტი მოჯადოებულ პრინცზე და მასზე შეყვარებულ გოგონაზე მოგვითხრობს.

ზღაპარი "ურჩხული და მზეთუნახავი" აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. გარდა ცნობილი მულტფილმისა, ტელეარხ CBS-ზე იმავე სახელწოდების სერიალი გადის, ხოლო 2011 წელს ეკრანებზე ისტორიის თანამედროვე ეკრანიზაცია "საშინლად ლამაზი" გამოვიდა.

მომზადებულია deadline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება