აქცენტირებული სიყვარული რეზო გიგინეიშვილისგან

აქცენტირებული სიყვარული რეზო გიგინეიშვილისგან

წინა კვირას კინო "ამირანში" რუსულ-ქართული ფილმის "სიყვარული აქცენტით" პრემიერას დავესწარი. მას შემდეგ, რაც სიგარეტის კვამლში კარგად ვიარეთ, ნაცნობებმა ერთმანეთი მოვიკითხეთ, წითელ ხალიჩაზე კი პრემიერის ცნობილი მონაწილეები გამოჩნდნენ, ფილმის სანახავად დარბაზში სავარძლებზე მოვკალათდით. დათო ტურაშვილმა და მიშა მესხმა ფილმის შესახებ რამდენიმე სიტყვით მოგვახსენეს. ტურაშვილმა შეგვამზადა, ფილმს მსუბუქად შეხედეთო. ნიკიტა მიხალკოვის ქართველი სიძე, რეზო გიგინეიშვილი, ფილმის პრემიერას არ დასწრებია, არც რუსი მსახიობები, რომლებიც სიყვარულს აქცენტირებულად წარმოგვიდგენენ, სამაგიეროდ, დუტა სხირტლაძე, მიშა მესხი, სოფო ნიჟარაძე და ბევრი სხვა ცნობილი სახე ესწრებოდა ფილმის პირველ ჩვენებას თბილისში. სანამ ჩვენამდე ჩამოაღწევდა, "სიყვარული აქცენტით" უკვე ანახვეს 5 ქვეყანაში და ახლაც გადის 700-მდე კინოდარბაზში.

ფილმში რამდენიმე ამბავი ვითარდება. ერთი ქალის, რომელიც თბილისში კაცის საძებნელად ჩამოდის, რომლისგანაც ბავშვი უნდა გააჩინოს, ასევე არის წყვილის ამბავი, რომელიც სოჭიდან ბათუმში ჩადის და იქ მიშა მესხის პერსონაჟს, გიორგის გაიცნობს. ბევრი პარალელს გაავლებს კინოფილმ "ჩიორას" ისტორიასთან, თუმცა აქ ყველაფერი ბედნიერად სრულდება, ასევე არის წყვილი, რომელიც განქორწინების პროცესშია, თუმცა ისევ უყვართ ერთმანეთი. სვანეთში კი სოფო ნიჟარაძის გმირი თავის რუს შეყვარებულს ელოდება, რომელმაც მისი დიდი ოჯახის "შემოწმება" უნდა გაიაროს. ეს ამბები რაღაცით ერთმანეთს უკავშირდება. მერაბ ნინიძის პერსონაჟი არ უნდა დამავიწყდეს, რომელიც მეგობრის ბინაში იმალება, იტალიურ ეზოში და მის მოპირდაპირე მხარეს რუსი გოგონა, ნადეჟდა მიხალკოვას გმირი ცხოვრობს, დუტას პერსონაჟს კი ძალიან უყვარს ქალი, მაგრამ თქმას ვერ უბედავს...

ფილმს, როგორც მისმა სცენარისტმა დავით ტურაშვილმა გვირჩია, სწორედ მსუბუქად უნდა ვუყუროთ. ჩემი აზრით, ის არ განსხვავდება იმ სასიყვარულო ფილმებისგან, რომლებიც ბოლო დროს გადაღებულა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ქართველია, რომელიც დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს. ცოტა სარეკლამო ელფერიც დაჰკრავს ამ ფილმს და ძალიან ჰგავს ერთ დიდ კლიპს საქართველოს შესახებ, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. დროის გასატარებლად და ოდნავ გასაღიმებლადაც მშვენიერი ვარიანტია საღამოს, როდესაც კინოში შესეირნებას გადაწყვეტთ.

სიყვარული აქცენტით - პრემირა

სიყვარული აქცენტით - პრემიერა

სიყვარული აქცენტით - პრემიერა

სიყვარული აქცენტით - პრემიერა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება