ნადეჟდა მიხალკოვა და რეზო გიგინეიშვილი ვაჟს ელოდებიან

ნადეჟდა მიხალკოვა და რეზო გიგინეიშვილი ვაჟს ელოდებიან

რუსეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორს რეზო გიგინეიშვილს და მსახიობ ნადეჟდა მიხალკოვას ვაჟი ეყოლებათ. რეზოსთვის და მისი მეუღლისთვის ეს მეორე ბავშვი იქნება. რეჟისორი მემკვიდრეს განსაკუთრებით ელის, რადგან მას ორი გოგონა - პირველი ქორწინებიდან მაშა და ნადეჟდა მიხალკოვასთან ნონო ჰყავს.

მიუხედავად ორსულობისა, ნადეჟდა ფილმში "ერების მამის ვაჟი" გადაღებებს აგრძელებს. ფილმში მსახიობი სტალინის ქალიშვილის, სვატლანა ალილუევას როლს ასრულებს. სურათის ერთ-ერთი რეჟისორის სერგეი შერბინის თქმით, მიხალკოვა დაუღალავად მუშაობს და არანაირ შეღავათებს არ ითხოვს.

"ნადეჟდას მთელი გადამღები ჯგუფი უფრთხილდება. ახალი ამბავი ყველას გვიხარია. რეზო მას მინსკში გადაღებების დროს ხშირად სტუმრობდა",- ყვება რეჟისორი. 

მომზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება