ბრედ პიტი საოჯახო ზოოპარკის აშენებას აპირებს

ბრედ პიტი საოჯახო ზოოპარკის აშენებას აპირებს

მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ფიქრობენ, რომ ბავშვებს ცხოველებთან ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ.

ვინაიდან ბრედს და ანჯელინას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბავშვები ზოოპარკში ხშირად ვერ დაჰყავთ, ბრედი მიიჩნევს, რომ საჭიროა პატარებს საკუთარი ზოოპარკი ჰქონდეთ. ბრედი საფრანგეთში სახლის ყიდვას გეგმავს და სახლის ეზოში პატარა ზოოპარკს აშენებს. პატარებისთვის ლამებს, თხებს, ბატებს, იხვებს, კურდღლებს, ლომებსა და ვეფხვებს შეიძენენ. როგორც ბრედი ამბობს, მისი შვილებიდან ცხოველებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს მადოქსი და პაქსი იჩენენ. მადოქსი მამას სთხოვს, ლომებთან და ვეფხვებთან ერთად რამდენიმე ნიანგიც შეიძინონ.

"ახალი სახლის ეზოში წყვილი პატარა ზომის ფერმა-ზოოპარკს ააშენებს. ბრედი ფიქრობს, რომ ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანების მსგავსად ცხოველები და ფრინველები ცოცხალი არსებები არიან", - ამბობს წყვილის მეგობარი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება