ჰაკერებმა ვარსკვლავების საბანკო ანგარიშები გატეხეს

ჰაკერებმა ვარსკვლავების საბანკო ანგარიშები გატეხეს

შოუბიზნესის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გახდნენ ჰაკერების მსხვერპლნი. ამჯერად უცნობმა პირებმა უკანონო გზით საჯარო გახადეს ბიონსეს, კიმ კარდაშიანის, ჯეიზის, ეშტონ კატჩერის და უამრავი სხვა ვარსკვლავის საბანკო ანგარიშების მონაცემები.

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს ვარსკვლავების სოციალური დაზღვევის ნომრები, საბანკო ანგარიშები, საკრედიტო ინფორმაცია და სხვა პირადი მონაცემები. პოლიცია და ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები უკვე იძიებენ საქმეს. დამნაშავეებს მკაცრი სასჯელი ელოდებათ.

მაგალითად ჰაკერს, რომელმაც აღიარა, რომ სკარლეტ იოჰანსონის, მილა კუნისის და ქრისტინა აგილერას პირადი ანგარიშები გატეხა, 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება