ლივ ტაილერს ახალი საყვარელი ჰყავს

ლივ ტაილერს ახალი საყვარელი ჰყავს

ჰოლივუდის მსახიობს 35 წლის ლივ ტაილერს ახალი საყვარელი ჰყავს. ტაილერი თაყვანისმცემელთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა, მოგვიანებით კი რესტორანში ისადილეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ტაილერი და საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი ისევ ერთად გადაიღეს. ფოტოგრაფების თქმით, ლანჩის შემდეგ მამაკაცმა ტაილერი ყვითელ ტაქსიში ჩასვა და სახლში გააცილა.

ტაილერი ჰოლივუდში ერთადერთი დედაა, რომელმაც შვილის გამო რამდენიმე მნიშვნელოვან როლზე უარი თქვა. მსახიობი არ სწყალობს პაპარაცებს და სკანდალებში არასდროს ეხვევა.

ვარსკვლავი აქტიურადაა ჩართული შვილის, მილოს სასკოლო ცხოვრებაში - მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც მილოს სკოლაში ეწყობა. კლასში ბიჭუნა ყოველთვის გამოირჩევა და ეს ლივის დამსახურებაა - შვილს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ლივ ტაილერი 2003 წელს ბრიტანელ მუსიკოსზე, როისტონ ლენგდონზე გათხოვდა. 2004 წელს კი შვილი მილო შეეძინა. 2008 წელს როისტონი და ლივი ერთმანეთს დაშორდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება