სოფო ნიჟარაძის "ევროვიზიაზე" გამგზავრება 3 მილიონი ლარი დაჯდა?

სოფო ნიჟარაძის "ევროვიზიაზე" გამგზავრება 3 მილიონი ლარი დაჯდა?

"ევროვიზიის" კონკურსზე ქართველი მომღერლების წარუმატებლობას საზოგადოება სხვადასხვა მიზეზით ხსნის. მთავარი პრეტენზია არის ის, რომ კონკურსი პოლიტიზებულია, მთავრობის მხრიდან კი კონკურსანტებს ხელშეწყობა არა აქვთ. ყველაზე დიდი მოლოდინი, "ვეროვიზიის" საუკეთესო ფინალისტებს შორის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი გვეხილა, 2010 წელს იყო, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში კონკურსზე საქართველო სოფო ნიჟარაძემ წარადგინა. სოფომ "ევროვიზიაზე" ნორვეგიელი კომპოზიტორის სიმღერა "შაინ" შეასრულა. საკონკურსო ჩაცმულობაზე კი თვით "დოლჩე და გაბანას" სამოდელო სახლმა იზრუნა. გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წელს სოფო ნიჟარაძის "ევროვიზიაზე" გამგზავრება 3 მილიონი ლარი დაჯდა და ეს თანხა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ნიჟარაძე ფინალისტებს შორის მოხვდა და მე-9 ადგილზე გავიდა. პორტუგალიაში "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი და ქართული სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ სოფო ნიჟარაძის გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, დიასპორის სამინისტრომ საელჩოებსა და საკონსულოებს, ასევე ქართველ ემიგრანტებს, ათასობით ევრო გადაურიცხა იმისათვის, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჟარაძისთვის მხარდამჭერი ეს-ემ-ესები გაეგზავნათ.

ირაკლი ბარამიძე:

- 2010 წელს, როდესაც პორტუგალიაში ქართულ სათვისტომოს ვხელმძღვანელობდი, დიასპორის სამინისტროს დავალებით, საფრანგეთის საელჩოდან გადმოირიცხა 3 ათასი ევრო "ევროვიზიაზე" სოფო ნიჟარაძის მხარდასაჭერი ეს-ემ-ესების გასაგზავნად. 16 ათასი ევრო გადარიცხეს საბერძნეთის სათვისტომოში. ამ თანხებს ზურაბ ჯაფარიძის ძმა, გაიოზ ჯაფარიძე განკარგავდა, რომელიც ახლა კვიპროსზე საელჩოს ხელმძღვანელია. პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, ამ ყველაფერს დიასპორის საკითხებში მინისტრი პაპუნა დავითაია განაგებდა. ამბობენ, რომ ზოგიერთ ქვეყანას 40-50 ათასი ევროც კი ჩაურიცხეს ნიჟარაძისთვის ეს-ემ-ესების გასაგზავნად. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, რადგან ამ თანხის წარმომავლობა გაურკვეველია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება