ედვარდ ნორტონი მამა გახდება

ედვარდ ნორტონი მამა გახდება

მსახიობი ედვარდ ნორტონი მალე მამა გახდება. ვარსკვლავის მეგობარი გოგონა, კანადელი კინოპროდიუსერი შონა რობერტსონი ორსულადაა და გავრცელებული ინფორმაციით, მალე იმშობიარებს.

ეს წყვილისთვის პირველი შვილია. 43 წლის მსახიობი მამობისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ ის საბავშვო ეტლის შეძენისას შენიშნეს. 

ედვარდი და შონა ერთმანეთს 7 წელზე მეტია ხვდებიან. წყვილი 2011 წელს დაინიშნა კიდეც, თუმცა ქორწილი გადადეს და ახლა უკვე გასაგებია მიზეზი.

სავარაუდოდ, ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილი მალევე იქორწინებს.

მომზადებულია US Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება