დაცვამ ბრიტანეთის პრინცესა ვერ იცნო

დაცვამ ბრიტანეთის პრინცესა ვერ იცნო

ბრიტანეთის მონარქიას იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რომ მათი სახეზე დამახსოვრება უჭირთ. ჩელტენემის იპოდრომზე გამართული დოღის დაცვამ ვერ იცნო დედოფალ ელიზაბეტ მეორის შვილიშვილი ზარა ფილიპსი.

დოღის მოყვარული პრინცესა ზარა ყოველწლიურ ღონისძიებაზე მეუღლესთან, მაიკ ტინდელთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც აღლუმით დატკბნენ, წყვილმა გადაწყვიტა ტერიტორია დაეტოვებინა, თუმცა დაცვამ პრინცესა ვერ იცნო და თავისი მოვალეობის შესრულება განაგრძო - ის ყველა ცხენის ჩავლამდე დამსწრე საზოგადოებას იპოდრომიდან გასვლას უკრძალავდა.

ზარა ფილიპსს დაცვისთვის მისი ვინაობის გამხელა და ტერიტორიის დატოვების აუცილებლობის ახსნა მოუწია. პრინცესას მეუღლეს სიტუაცია საკმაოდ მხიარულად ეჩვენა. მოგვიანებით თავად ზარაც გამხიარულდა მომხდარის გამო.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება