ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ქორწინების ლიცენზია აიღეს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ქორწინების ლიცენზია აიღეს

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა საფრანგეთში ქორწინების ლიცენზია აიღეს. მსახიობებმა მკაცრად განსაზღვრულ დროში - 90 დღის განმავლობაში უნდა იქორწინონ.

როგორც წყარო იუწყება, ბრედმა ლიცენზია თებერვლის ბოლოს აიღო და ახლა ის და მისი საცოლე ქორწილისთვის ემზადებიან, რათა კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაეტიონ.

"რამდენიმე თვე ქორწილის დასაგეგმად საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ ანჯელინა და ბრედი შეზღუდულები არიან. ამასთან, წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს", - განაცხადა წყარომ.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მაისში, კანის კინოფესტივალის შემდეგ დაოჯახდებიან. საფრანგეთში დაქორწინება მათი ოცნება იყო", - აცხადებს წყარო.

გავრცელებული ხმებით, წყვილი საფრანგეთში, საკუთარი მამულში იქორწინებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქორწილისთვის ბრედის ყოფილი მეუღლე და ანჯელინას დაუძინებელი მტერი, ჯენიფერ ენისტონიც ემზადება.

"ჯენიფერმა იცის, რომ მისი და ჯოლის ქორწილებს ერთმანეთს შეადარებენ: ვის უკეთესი ცერემონია ექნება, ვის უკეთესი კაბა ეცმევა და ვის ქორწილს დაესწრება უფრო მეტი ცნობილი სახე" - აცხადებს წყარო.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება