victoria’s secret-ის მოდელი მირანდა კერი ავარიაში მოყვა.
მოდელის წარმომადგენელმა დაადასტურდა, რომ მირანდას სამედიცინო შემოწმება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ტრასაზე მის ავტომობილს მანქანა დაეჯახა.
ახლა ორლანდო ბლუმის მეუღლეს გარკვეული დროს განმავლობაში ყელის დასაფიქსირებელი საყელო უნდა ეკეთოს. წყაროს ინფორმაციით, ავარიის დროს მირანდა ძლიერ არ დაშავებულა, თუმცა მოდელი ბედნიერია, რომ მანქანაში მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი შვილი არ იყო.
მძღოლი, რომელიც მირანდას მანქანას დაეჯახა, უკვე დაკავებულია. უახლოეს მომავალში მას ბრალს წაუყენებენ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.