ბრედლი კუპერი ისევ შეყვარებულია

ბრედლი კუპერი ისევ შეყვარებულია

ბრედლი კუპერი ისევ შეყვარებულია. ამჯერად ვარსკვლავმა რომანი ბრიტანელ ლამაზმან სუკი უოტერჰაუსთან გააბა. ვარსკვლავმა ახალი საყვარელი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლშიც მიიპატიჟა.

"მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გაიცნეს, ბრედლი ყოველდღე ეკონტაქტება სუკის, მესიჯებს უგზავნის და ურეკავს. ძალიან უნდა, რომ გოგონა ლოს-ანჯელესში ესტუმროს", - აცხადებს წყარო Radar Online-თან საუბრისას.

თვითმხილველების განცხადებით, კუპერი და უოტერჰაუსი ერთად მხიარულად ატარებდნენ დროს ბრიტანეთში ყოფნისას.

აღსანიშნავია, რომ ბრედლის სურს გოგონა ლოს-ანჯელესში ჩასვლაზეც დაითანხმოს, რადგან მსახიობის გრაფიკი მკაცრად გაწერილი და დაძაბულია. სულ მალე მას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და მისი ახალი ფილმის - "წვეულება ვეგასში 3"-ის წარდგენა მოუწევს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება