რისთვის ჩაურიცხეს ია კიწმარიშვილს 200 ათასი ლარი

რისთვის ჩაურიცხეს ია კიწმარიშვილს 200 ათასი ლარი

წელს "მის მსოფლიოზე" საქართველო წარმატებულმა მოდელმა თამთა შედანიამ წარადგინა. კონკურსზე გამგზავრების წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში თამთამ განაცხადა, რომ "მის მსოფლიოს" კონკურსისთვის საკუთარ ჩაცმულობაზეც კი თვითონ იზრუნა... ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2012 წლის კულტურულ ღონისძიებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ია კიწმარიშვილის კუთვნილ კომპანიას, შპს "იმიჯ ცენტრს" 2012 წლის 31 აგვისტოს "მის საქართველოს" ორგანიზებისთვის 200.000 ლარი გამოეყო, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მოუხდა თამთა შედანიას "მის მსოფლიოს" კონკურსისთვის საჭირო ხარჯების საკუთარი თანხით ანაზღაურება. ამ საკითხზე კომენტარისთვის ქალბატონ ია კიწმარიშვილს დავუკავშირდით:

- ქალბატონო ია, გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც გასულ წელს "მის საქართველოს" ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტრომ 200.000 ლარი ჩაგირიცხათ.

- მრავალი წელია, ამ კონკურსს ვატარებ და კულტურის სამინისტრო ფინანსურად შარშან პირველად დაგვეხმარა. ჩემი ორგანიზებით წელიწადში, სულ ცოტა, 7 საერთაშორისო კონკურსზე მიდიან ქართველი გოგონები და, საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის კარგ ამბად მიმაჩნია. არ ვიცი, რა მოხდება წელს "მის საქართველოზე", მაგრამ კულტურის სამინისტროსთან, ბათუმის მერიასა და სხვა უწყებებთან წინასწარი მოლაპარაკებისას, სამწუხაროდ, კონკურსის დაფინანსებასა და მხარდაჭერაზე ყველამ უარი გვითხრა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება