მუსიკალურ დიდების ხეივანში პირველ ვარსკვლავს ემი ვაინჰაუსს გაუხსნიან

მუსიკალურ დიდების ხეივანში პირველ ვარსკვლავს ემი ვაინჰაუსს გაუხსნიან

ლონდონში, მუსიკალურ დიდების ხეივანში პირველ ვარსკვლავს გარდაცვლილ მომღერალს, ემი ვაინჰაუსს გაუხსნიან. ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ემის დაბადების დღეს გაიმართება. ვარსკვლავს 2013 წლის 14 სექტემბერს 30 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც NME magazine-ი იტყობინება, ღონისძიების ორგანიზატორებმა 13 მარტს დაადასტურეს, რომ ლონდონში, ლოს-ანჯელესის დიდების ხეივნის მსგავსი, მუსიკალური დიდების ხეივანი გაიხსნება, სადაც საკუთარი სახელობის ვარსკვლავებს მიიღებენ ბრიტანელი გამოჩენილი მუსიკოსები. ბრიტანული დიდების ხეივანისთვის ადგილი უკვე გამოყოფილია - ის ლონდონში, კამდენის რაიონში დაიდებს ბინას.

აღსანიშნავია, რომ სიკვდილამდე სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა ემი ვაინჰაუსიც. ამ რაიონთან მჭიდრო კავშირში არიან ჯგუფები The Clash, Oasis, Blur, Madness . მუსიკალურ დიდების ხეივანში მათი ვარსკვლავების გახსნაც არის დაგეგმილი.

"კამდენის რაიონი იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქ ცხოვრობს და სუნთქავს მუსიკალური საზოგადოება და სწორედ ამ მიდამოებში იღებენ მუსიკოსები შთაგონების წყაროს", - განაცხადა ორგანიზატორმა ლი ბენეტმა.

მომზადებულია NME magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება