ჯენიფერ ენისტონი ქორწილის შემდეგ ბავშვს იშვილებს

ჯენიფერ ენისტონი ქორწილის შემდეგ ბავშვს იშვილებს

მსახიობ ჯენიფერ ენისტონს წელს 44 წელი შეუსრულდა. მას კი ჯერ შვილები არ ჰყავს. ბრედ პიტთან ქორწინებაში მუცელი ორჯერ მოეშალა. გასაკვირი არაა, რომ ჯენიფერი ბავშვის აყვანაზე სერიოზულად ფიქრობს.

პორტალ RadarOnline-ის ინფორმაციით, ენისტონმა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის გავლა კოლეგა შარლიზ ტერონთანაც გადაწყვიტა. მსახიობმა ერთი წლის წინ სამხრეთაფრიკელი ბიჭუნა იშვილა, რომელსაც ჯექსონი დაარქვა.

"ეს ჯენიფერის ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით მისი მხრიდან გონივრული ნაბიჯია. შარლიზი კი თვლის, რომ ბავშვის აყვანა - ყველაზე სასარგებლო ნაბიჯია, რომელიც მას ოდესმე გადაუდგამს. შეიძლება ჯენიფერმა სუროგატ დედასაც კი მიმართოს, რადგან შვილები ძალიან უნდა",- ყვება ვარსკვლავის მეგობარი.

ინფორმატორის თქმით, ენისტონს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამჟამად, იგი საქორწილო სამზადისითაა გართული. მსახიობი რამდენიმე კვირაში დაქორწინდება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება