კარლ ლაგერფილდი "შანელის" პატენტს ორიგინალისგან ვერ არჩევს

კარლ ლაგერფილდი "შანელის" პატენტს ორიგინალისგან ვერ არჩევს

მოდის სახლ "შანელის" კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი აცხადებს, რომ "შანელის" პატენტები იმდენად ზუსტი ასლია, რომ ორიგინალისგან გარჩევა უჭირს.

დიზაინერმა ჟურნალ Harper's Bazaar-ის ჟურნალისტს, ლორენ ბრაუნს ინტერვიუ მისცა. ლორენს "შანელის" ქურთუკი ეცვა და ლაგერფილდს ქურთუკზე კომენტარი სთხოვა.

"ვფიქრობდი, რომ "შანელია". კი ნამდვილად ჰგავს "შანელს", მაგრამ მსოფლიოში მისი უამრავი ზუსტი ასლია, მართლა ძალიან რთულია, გაარჩიო ორიგინალია თუ არა", - აღიარა დიზაინერმა.

ინტერვიუში დიზაინერმა საკუთარ კოლექციებზე ისაუბრა.

"ყველა ნამუშევარი მომწონს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს გამოვარჩევ. საერთოდ რომ არ მომწონდეს, პოდიუმზე არც გამოვიტანდი. თავს ზოგჯერ მსხვერპლის როლში წარმოვიდგენ, რადგანაც 2 საათიანი ინტერვიუს მიცემა 4 ენაზე მიწევს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმი. მხოლოდ ბოსტნეულს, ხილსა და თევზს ვჭამ. როდესაც კოლექციაზე ვმუშაობ, მთლიანად ახალ ესკიზებზე ვარ კონცენტრირებული და მხოლოდ ჩემი კატა მენატრება", - განაცხადა დიზაინერმა.

მომზადებულია Harper's Bazaar-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება