ვლადიმერ პუტინი მეგობარ უგო ჩავესს იყენებდა

ვლადიმერ პუტინი მეგობარ უგო ჩავესს იყენებდა

ვლადიმერ პუტინი უგო ჩავესს მეგობრად არ თვლიდა, იგი მას მხოლოდ ვენესუელასგან სარგებლის მისაღებად იყენებდა, ხოლო როცა იგი გარდაიცვალა, გამოუსადეგარი გახდა, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde და პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ წავიდა რუსეთის პრეზიდენტი კარაკასში ვენესუელას ლიდერის დაკრძალვაზე. იგივე აზრს იზიარებენ რუსი ბლოგერები.

"პუტინი არ წავიდა. იგი ჩავესს იყენებდა, მას არ მოსწონდა, რომ ჩავესი ღარიბებს ეხმარებოდა. პუტინი კი უპირატესობას მდიდრებს ანიჭებს. პუტინი და ჩავესი - ანტიპოდები არიან. ვენესუელა დიქტატურა არ არის, იქ არის ოპოზიცია, ნორმალური არჩევნები, ოპოზიციონერები რეგიონებში პოსტებს იკავებენ. რუსეთში მსგავსი რამ შეუძლებელია",- ციტირებს Le Monde ერთ-ერთ რუსი ბლოგერის სიტყვებს.

რუსეთის პრეზიდენტის გულგრილობა უპატივცემულობად მიიღეს თვითონ რუსეთშიც. მაგალითად მოჰყავდათ სხვა ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პირადად ჩავიდნენ ვენესუელაში. მაგალითად, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც გასვენებაში ცრემლებს ვერ იკავებდა.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 5 მარტს გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი წელი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა, რომელიც 2011 წელს დაუდგინდა. რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მის მეგობრად ითვლებოდა, ვენესუელას პრეზიდენტის დაკრძალვას არ დასწრებია. ვენესუელაში არ ჩასულა არც რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

კარაკასი ლათინურ ამერიკაში რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

მომზადებულია Le Monde-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა