ფრედი მერკურიზე ფილმს იღებენ

ფრედი მერკურიზე ფილმს იღებენ

ფრედი მერკურის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ. ბიოგრაფიული სურათით უკვე დაინტერესდა მიუზიკლ "საბრალონის" რეჟისორი ტომ ჰუპერი. ფილმში ჯგუფ Queen-ის ლეგენდარული სოლისტის როლს საშა ბარონ კოენი განასახიერებს. ამის შესახებ Deadline-ი იტყობინება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმში მთავარ როლს საშა ბარონ კოენი შეასრულებს, ჭორის დონეზე ჯერ კიდევ 2010 წელს გავრცელდა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ფრედი მერკურის ბიოგრაფია ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდოდა. თუ ფილმის რეჟისორი ტომ ჰუპერი გახდა, ეს უკვე ტომის და საშას მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება. მსახიობმა ჰუპერის ფილმში "საბრალონი" მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა.

ცნობილია, რომ ახალი პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი რობერტ დე-ნირო იქნება.

მომზადებულია Deadline-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება