ედრიან ბროუდი საჯარო ალერსს არ ერიდება

ედრიან ბროუდი საჯარო ალერსს არ ერიდება

ოსკაროსანი მსახიობი ედრიან ბროუდი პაპარაცებმა მეგობარ ქალთან, მოდელ ლარა ლეიტოსთან ერთად სანაპიროზე დასვენების დროს გამოიჭირეს.

"პიანისტის" ვარსკვლავი პაპარაცების ყურადღებას უკვე მიჩვეულია და ხალხის თანდასწრებით თამამ ქცევას არ ერიდება. 39 წლის მსახიობი მოდელთან ურთიერთობის შესახებ საჯარო კომენტარებს არასდროს აკეთებს, თუმცა პაპარაცების ფოტოები მის ნაცვლად ყველაფერს ამბობენ.

ლარა ლეიტოსთან მსახიობს უკვე ერთი წელია ხედავენ. ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ და თითქმის ყველგან ერთად დადიან. ედრიანს ადრე რომანი ჰქონდა მოდელ სკან ნელორსა და მსახიობ მონე მაზურთან. მას რომანს მიაწერდნენ ასევე ჰოლი ბერისთან და კირა ნაითლისთან.

ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ბროუდის ესპანელ მსახიობ ელზა პატაკისთან ჰქონდა - წყვილის რომანი 3 წელს გაგრძელდა. ისინი დანიშნულებიც იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ედრიანი ამბობს, რომ დეტალურად ახსოვს ის დღე, როდესაც ელზა პირველად ნახა.

მსახიობის თქმით, სულიერი ტრავმები მას პროფესიულ განვითარებაში ეხმარება, ვინაიდან შედეგად უკეთ გრძნობს საკუთარ პერსონაჟს, წვდება მის ფსიქოლოგიას და მისი განსახიერებისას მეტ სიღრმეს გადმოსცემს. ამ თვისების გამო მსახიობს ძალიან აფასებენ მისი კოლეგები.

აღსანიშნავია, რომ პირველი ”ოსკარი” მსახიობმა 29 წლის ასაკში მიიღო და ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი გახდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება