ადელი საცხოვრებლად აშშ-ში გადადის

ადელი საცხოვრებლად აშშ-ში გადადის

ბრიტანელი მომღერალი ადელი ლოს-ანჯელესში რამდენიმე მილიონიანი სახლის ყიდვას აპირებს. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ არასდროს იცხოვრებს ბრიტანეთის გარდა სხვა ქვეყანაში, თუმცა "ოსკარის" შემდეგ არნახულმა წარმატებამ, მომღერალს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ადელის დაყოლიება ჰოლივუდში მისმა მრავალრიცხოვანმა მეგობრებმა შეძლეს.

24 წლის ვარსკვლავი უკვე არის ორი უძრავი ქონების მფლობელი ლონდონსა და ბრაიტონში. მას შემდეგ, რაც შვილთან და ბოიფრენდთან ერთად, ზაფხული კალიფორნაში, ნაქირავებ ლუქს-კლასის სახლში გაატარა, მომღერალმა ბევერლი-ჰილსზე საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა.

ადელის საბანკო ანგარიშებზე არსებული 20 მლნ ფუნტი სტერლინგი ნამდვილად საკმარისი იქნება დიდებული სასახლის შესაძენად.

"ლოს-ანჯელესი მისთვის და მისი ოჯახისთვის შესანიშნავი ადგილია. მას შეუძლია სახლის გვერდით სტუდიაც აიშენოს, რათა ალბომზე იმუშაოს ისე, რომ შვილის დატოვება არ მოუხდეს. ადელს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზამთარი მზიან კალიფორნიაში, ხოლო ზაფხული მშობლიურ ლონდონში გაატაროს", - აცხადებს მომღერლის მეგობარი.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება