ჯორჯ კლუნი ქორწინდება

ჯორჯ კლუნი ქორწინდება

ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭა, მსახიობი ჯორჯ კლუნი ყოველთვის აცხადებდა, რომ დაოჯახებას არ აპირებს, რადგან თავისუფლების დაკარგვას უფრთხის, თუმცა როგორც ჩანს, სიბერეში მარტო დარჩენა თვით ჯორჯსაც აშინებს. მსახიობი დაქორწინებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

კლუნი ამჟამად მსახიობ სტეისი კიბლერს ხვდება. ისინი ხშირად იყრებიან და შემდეგ რიგდებიან. როგორც წყვილის ახლო მეგობარი ამბობს, ჯორჯი მზადაა სტეისი ცოლად მოიყვანოს.

"სტეისი ლამაზი ქალბატონია და კლუნის გრძნობებს უფრთხილდება. კიბლერი ძალიან ეშმაკია და ჯორჯის ყოფილი საყვარლებივით მისთვის თავი არ მოუბეზრებია. მსახიობი ყოველთვის ბრაზდებოდა, როდესაც მისი საყვარლები მოვლენებს წინ უსწრებდნენ და ყოველგვარი მორიდების გარეშე ქორწინებაზე მიანიშნებდნენ. სტეისი პირიქით იქცევა - როდესაც ჯორჯი ბეზრდება, სახლიდან მიდის. რამდენიმე დღიანი დისტანცია კი სასიყვარულო ურთიერთობაზე არაჩვეულებრივად მოქმედებს. როდესაც ჯორჯი ახალ პროექტზე მუშაობს, სტეისი მას არ ეკონტაქტება. კლუნი სტეისის თავად ურეკავს და მასთან საუბარს გადასაღებ მოედანზეც კი არ ერიდება", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ვარსკვლავის მეგობარი.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება