აიშვარია რაი წვეულებებზე დედამთილთან ერთად დადის

აიშვარია რაი წვეულებებზე დედამთილთან ერთად დადის

ყოფილი "მის მსოფლიო" და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი თავგადაკლული დედაა და მთელ დღეებს ქალიშვილის საძინებელში ატარებს, შესაბამისად, წვეულებებზე გამოჩენა გააიშვიათა.

მუმბაიში ბოლივუდის ვარსკვლავებისთვის განკუთვნილ საღამოზე მეუღლესთან, მსახიობი აბჰიშეკ ბაჩანთან ერთად არ მისულა. საღამოზე ვარსკვლავი დედამთილ-მამამთილთან ჯაია და ამიტაბ ბაჩანებთან ერთად გამოჩნდა.

უკვე 3 წელია, რაის ფილმებში აღარ იღებენ. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, ქმარი ვარსკვლავს აკონტროლებს და გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას უკრძალავს. აიშვარიაც გათხოვების შემდეგ თავს ნაკლებად უვლის, წონაშიც მოიმატა და გლამურულ ღონისძიებებს საერთოდ აღარ ესწრება. აიშვარიამ ჟურნალისტებს ერთ-ერთ ინტერვიუში გატეგორიულად განუცხადა, რომ საერთოდ არ ადარდებს, რას ფიქრობს ხალხი მის ჭარბ წონასა და პირად ცხოვრებაზე.

მომზადებულია gather.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება