მსახიობი გვინეტ პელტროუ აცხადებს, რომ ასაკთან ერთად ხალხს მასზე გული მოულბა. ადამიანები განსაკუთრებულად მტრულად მის მიმართ მაშინ განეწყვნენ, როცა 26 წლის ასაკში "ოსკარი" მიიღო.
როგორც გვინეტი ამბობს, დღეს, 40 წლის ასაკში ქალები მას "ნაკლებად ემუქრებიან".
"დღეს ჰოლივუდში და მის მიღმა ქალები ისევე სითბოთი მეპყრობიან, როგორც დას. ალბათ, 40 წლის ასაკში ჩემში უფრო ნაკლებ საფრთხეს ხედავენ. მათ გააცნობიერეს, რომ პირადი ცხოვრებითა და კარიერით საკმარისი ტკივილი მივიღე და მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებას ვაგრძელებ", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალ Self-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მომზადებულია Self-ის მიხედვით.