ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა

ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საჯაროდ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"საფრანგეთი სევდიანია და ვფიქრობ, ფრანგებს მეტი აღარ შეუძლიათ. პრობლემა ენერგიის ნაკლებობაშია. ახალმა მთავრობამ არ იცის, რა გააკეთოს. არავის აქვს უფლება, გააკრიტიკოს ადამიანი, რომელიც გადასახადებში შემოსავლების 87%-ს იხდის", - განაცხადა ვარსკვლავმა ტელეარხ Notele-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

დეპარდიემ განაცხადა, რომ მხოლოდ 2012 წელს გადასახადებში შემოსავლების 85% გადაიხადა. საერთო ჯამში კი 45 წლის განმავლობაში საფრანგეთის ბიუჯეტში 145 მილიონი ევრო შეიტანა.

შეგახსენებთ, მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გამო თქვა. დეპარდიემ ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საცხოვრებლის და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა. რამდენიმე თვის წინ დეპარდიემ არც თანამემამულეები დაინდო და ფრანგებს ამპარტავანი ერი უწოდა.

დეპარდიე ცნობილია სკანდალური ხასიათითა და ქცევებით. მაგალითად, შარშან აგვისტოში ვარსკვლავი საფრანგეთში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. მსახიობმა თვითმფრინავში მოშარდვა დააპირა. შემდგომში მსახიობმა ბოდიში მოიხადა და ინციდენტი პროსტატის პრობლემით ახსნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება