ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ქალიშვილი ელისონი გაათხოვა. 40 წლის რეჟისორი და მოდის დიზაინერი, ელისონ ისტვუდი, ცოლად სკულპტორ სტეისი პუატრას გაჰყვა. პუატრა ტელეშოუ Chainsaw Gang-ითაა ცნობილი. გადაცემაში სტეისი და სხვა მამაკაცები ბენზო ხერხებით ხეებისგან სხვადასხვა ფიგურებსა და კომპოზიციებს ჭრიან.
კერძო ცერემონია კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასში გაიმართა. ქორწილს მხოლოდ ახლო ნათესავები - პატარძლის დედ-მამა, კლინტის ამჟამინდელი მეუღლე, ელისონის და-ძმა და ნეფის ძმები ესწრებოდნენ.
პატარძალს Les Habitudes-ის საქორწინო კაბა ეცვა. ახალდაქორწინებულთათვის ბეჭდები ფილიპ პრესმა შექმნა.
ელისონი და სტეისი ერთმანეთს 5 წელია იცნობენ, მათი პირველი შეხვედრა რომანტიულ გარემოში მოხდა: ცხენზე ამხედრებულმა ელისონმა სტეისის სტუდიის გვერდით ჩაიარა. მას ეფექტური მხედარი მაშინვე შეუყვარდა. ორი წლის შემდეგ პუატრამ ისტვუდს ხელი სთხოვა, მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, ნებართვა კლინტისგან ითხოვა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.