ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა ნომინირებული. ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო წევრს, ლიჩეზარუ ტოშევს ეკუთვნის. წელს ბულგარეთმა მეორე მსოფლიო ომში ბულგარელი ებრაელების გადარჩენის 70 წლისთავი აღნიშნა.
ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო მოღვაწეებმა ებრაული ნაციონალური უმცირესობის გადასარჩენად გადამწყვეტი როლი შეასრულეს, რადგან ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი იყო, რომელიც ჰიტლერის ტერიტორიალური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
"ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია თავისი საქმიანობით ბულგარელი ებრაელების დეპორტაციას წინ აღუდგა",- აღნიშნავენ საპატრიარქოში.
ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან ხალხის გამოხსნის ინიციატორი ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია იყო.
პრესტიჟული პრემიის ლაურეატს ოქტომბერში დაასახელებენ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2013 წლის მშვოდობის დარგში ნობელის პრემიაზე რეკორდული რაოდენობის პრეტენდენტია წარდგენილი - 259 - რომელთაგან 50 საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებია.
მოზადებულია focus.ua-ს მიხედვით.