დევიდ ბოუვი ბრიტანული ჩარტის ლიდერია

დევიდ ბოუვი ბრიტანული ჩარტის ლიდერია

დევიდ ბიუის ახალი ალბომი The Next Day ბრიტანული ჩარტის ლიდერი და 2013 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია. ამის შესახებ საიტ Official Charts Company-ზეა ნათქვამი. გამოსვლიდან პირველივე კვირას ალბომის 94 000 ასლზე მეტი გაიყიდა.

ბოლოს ბიუი ბრიტანეთის ჩარტს 20 წლის წინ, ალბომით Black Tie White Noise ლიდერობდა. ალბომი 1993 წელს გამოვიდა.

დისკი The Next Day 2013 წლის 11 მარტს გამოვიდა. იგი 40 ქვეყანაში ონლაინ-მაღაზია iTunes-ის სათავეში მოექცა.

დისკი ბოუიმ პროდუსერ ტონი ვისკონტისთან ერთად ჩაწერა. ვისკონტის თქმით, The Next Day-ისთვის სიმღერებს რომ ქმნიდა, ბოუის შთაგონების წყარო შუა საუკუნეების ინგლისის და თანამედროვე რუსეთის ისტორია იყო.

მომზადებულია officialcharts.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება