მაიკლ ჯექსონის ოჯახი მომღერლის ჩაუტარებელი კონცერტებისთვის 40 მლრდს ითხოვს

მაიკლ ჯექსონის ოჯახი მომღერლის ჩაუტარებელი კონცერტებისთვის 40 მლრდს ითხოვს

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეები პრომოუტერებისგან გარდაცვლილი მომღერლის ჩუტარებელი კონცერტებისთვის 40 მლრდ დოლარს ითხოვენ. ამის შესახებ TMZ იტყობინება.

კომპანია AEG Live-ს პრეტენზიით ჯექსონის დედამ, კეტრინ ჯექსონმა და მომღერლის შვილებმა, პრინსმა, პერისმა და ბლანკეტმა მიმართეს. მემკვიდრეთა აზრით, მაიკლის უკანასკნელი გასტროლების ორგანიზატორები დამნაშავენი არიან იმაში, რომ ტურის დაწყებამდე პოპის მეფეს ექიმად კონრად მიურეი დაუნიშნეს. ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ სწორედ ექიმის უყურადღებობის გამო გარდაიცვალა მომღერალი.

აქედან გამომდინარე ვარსკვლავის ოჯახი ჩაუტარებელი კონცერტებიდან სავარაუდო მოგების ანაზღაურებას - 10 მლრდ დოლარს ითხოვს. ამასთან, მათ სურთ დამატებით 30 მლრდ დოლარის მიღება. მათი აზრით, ამ თანხას ჯექსონი გამოიმუშავებდა, თუ ცოცხალი იქნებოდა.

კომპანია AEG Live-მ საჩივარს "აბსურდული" უწოდა და აღნიშნა, რომ ჯექსონის კარიერა უკან წავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალს პედოფილიაში დასდეს ბრალი, ამიტომ მოთხოვნილი თანხა გაზვიადებულია. სასამართლო 2013 წლის 2 აპრილს დაინიშნა.

მომზადებულია TMZ-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება