ლიზ ჰარლი ჰიუ გრანტს ღალატობდა

ლიზ ჰარლი ჰიუ გრანტს ღალატობდა

მსახიობმა ტომ საიზმორმა წიგნი By Some Miracle I Made It Out of There დაწერა. წიგნში საიზმორი ირწმუნება, რომ "მგზავრი 57"-ის გადაღებებზე მან და მსახიობმა ელიზაბეტ ჰარლიმ რომანი გააბეს, ამასთან ურთიერთობის ინიციატორი ჰარლი იყო.

ტომი წერს, რომ ლიზის სილამაზით იმდენად იყო დაბრმავებული, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა, მაშინ ლიზმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, სექსუალური საცვლები ჩაიცვა და მისთვის ყავის მაგიდაზე სტრიპტიზი იცეკვა.

შემდეგ საიზმორი საყვარელთან საცხოვრებლად გადავიდა და გარკვეული პერიოდი რომანით ტკბებოდა, სანამ არ გაირკვა, რომ ლიზს შეყვარებული, ჰიუ გრანტი ჰყავდა.

"ჰიუ ჩამოდის. დროა ნივთები მოაგროვო",- ეუბნებოდა ლიზი ტომს. იგი ამას ხშირად აკეთებდა. მანამდე სანამ, ცრემლმორეულმა მათი ურთიერთობის გაწყვეტა არ გადაწყვიტა.

ტომ საიზმორი ცნობილია ფილმებით "რიგითი რაიანის გადასარჩენად" და "შეტაკება".

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება