ჯეკ ნიკოლსონმა ნინა დობრევს მასთან ფოტოს გადაღება აუკრძალა

ჯეკ ნიკოლსონმა ნინა დობრევს მასთან ფოტოს გადაღება აუკრძალა

ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა 75 წლის ჯეკ ნიკოლსონი ახალგაზრდა კოლეგებთან ურთიერთობას არასდროს გაურბის, მაგრამ როგორც ჩანს, მსახიობ ნინა დობრევს, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ვამპირის დღიურებით" მოიპოვა, არ სწყალობს.

ნინა და ჯეკი საკალათბურთო მატჩზე იმყოფებოდნენ. ჯეკი მარტო იჯდა და საკალათბურთო კლუბ Lakers-ის თამაშს ადევნებდა თვალს. ნინა იქ მეგობართან, მოცეკვავე ჯულიანა ჰაფთან ერთად იმყოფებოდა. მან ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობი უმალ შენიშნა და მასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება მოინდომა, თუმცა ნიკოლსონი ფოტოსესიის გუნებაზე არ იყო და ნინას კატეგორიულად აუკრძალა მასთან მიახლოება.

"ჯეკ ნიკოლსონს ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა. ამიტომ პაპარაცული ფოტო გადავუღე", - დაწერა მსახიობმა საკუთარ ვებგვერდზე და ვარსკვლავის ფოტო განათავსა.

მომზადებულია eonline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება