რითი სჯობს ქართული ავტომატი ამერიკულს

რითი სჯობს ქართული ავტომატი ამერიკულს

დღეისათვის ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფები ძირითადად ამერიკული ფირმა "ბუშმასტერის" წარმოებული M4-ის ტიპის ავტომატური საიერიშო კარაბინებით არიან აღჭურვილი, თუმცა არმიის შეიარაღებაში რჩება საბჭოთა წარმოების "კალაშნიკოვებიც".

"კალაშნიკოვი" განთქმულია თავისი საიმედოობით, მაგრამ სროლის სიზუსტეში მოიკოჭლებს (თუმცა კარგი მსროლელისთვის დამიზნება ძნელი არ უნდა იყოს); ამერიკული M4 სროლის სიზუსტით გამოირჩევა, სამაგიეროდ, მის საიმედოობასთან დაკავშირებით ჩნდება ბევრი კითხვა.

M4-ის, ისევე, როგორც მისი წინამორბედის, ავტომატური საიერიშო შაშხანა M16-ის აქილევსის ქუსლად მიჩნეულია აირგადამტანი მილაკი, რომლის საშუალებითაც გასროლის შემდეგ აირის ნაკადი უშუალოდ საკეტისკენ მიემართება და გადატენის ოპერაციას ახორციელებს. ეს მილაკი ინტენსიური სროლის დროს ნამწვით იბინდება და აირის გატარებას უშლის ხელს, რაც აფერხებს გადატენის ოპერაციის სრულფასოვნად განხორციელებას.

M4-ის ეს "საფირმო ავადმყოფობა" არა მარტო ქართველი სამხედროების, არამედ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის არმიისთვისაა ცნობილი, რომლებსაც ეს ავტომატური იარაღი აქვთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე