"ბინდის" ავტორი კრისტენ სტუარტს და რობერტ პატინსონს უთანაგრძნობს

"ბინდის" ავტორი კრისტენ სტუარტს და რობერტ პატინსონს უთანაგრძნობს

ამერიკელი მწერალი სტეფანი მაიერი გულგრილი ვერ რჩება რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტუარტის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მსახიობები სწორედ მისი რომანის - "ბინდის" ეკრანიზაციის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს.

"ზოგიერთი მსახიობი მსოფლიო აღიარებაზე ოცნებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამას თან ახლავს ბევრი უსიამოვნება, მაგრამ კრისტენი და რობი ასეთები არ არიან. მათ ისტორიაში არის ირონია და ტრაგედია ერთდროულად. ვგონებ, მათ არ მოსწონთ პოპულარობის ის მხარე, რომელიც სხვებს იზიდავთ. მე მათი ძალიან კარგად მესმის და მათ ადგილას თავს მეც ცუდად ვიგრძნობდი", - აცხადებს სტეფანი.

მწერალი მსახიობების წინაშე თავს დამნაშავედაც გრძნობს.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევანის შემთხვევაში, "ბინდში" მაინც ითამაშებდნენ. ეს როლები სანანებელი გაუხდათ", - აღნიშნა სტეფანი მაიერმა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება