ანუკი არეშიძის 5 საყვარელი ნივთი

ანუკი არეშიძის 5 საყვარელი ნივთი

კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ბევრს მოგზაურობს. მას აქვს 5 საყვარელი ნივთი, რომელიც ყოველთვის თან დააქვს და რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ შეელევა. მათ შორის პირველი iPhone-ია:

1. iPhone

"შესაძლებელია ეს ნივთი ზედმეტად ბანალურია, მაგრამ მის გარეშე ნამდვილად ვერ გავძლებ. თუ ტელეფონი არ მაქვს თან, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელების გარეშე ვარ. მასში მართლაც მთელი ჩემი ცხოვრებაა: iPhone-ის დახმარებით ვეკონტაქტები მეუღლეს, მეგობრებს, ვწყვეტ სამუშაო საკითხებს, ვეძებ ინფორმაციას ინტერნეტში, ვხელმძღვანელობ ბლოგს, ვკითხულობ facebook-ს და ბიჭოლასთან ერთად ახალ კოლექციაზეც კი ვმუშაობ"

2. Lanvin-ის სამაჯური:

"ეს სამაჯური რამდენიმე წლის წინ პარიზში შევიძინე. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, რადგან ძირითადად აქსესუარებს მილანში ვყიდულობ. ერთი უნიკალური ადგილი ვიცი, სადაც იყიდება ისტორიული აქსესუარები - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ან თეატრ La Scala-დან წამოღებული. ბოშური სტილი უფრო მომწონს, ვიდრე გლამური. მას შემდეგ, რაც ეს სამაჯური ვიყიდე და გავიკეთე, პატარა "საიდუმლო" აღმოვუჩინე - ერთ-ერთი მედალიონი იხსნება და მასში პატარა სარკეა დამაგრებული. ამის შემდეგ ეს სამაჯური კიდევ უფრო შემიყვარდა"

3. Rolex-ის საათი

"ძალიან მიყვარს საათები და სახლშიც საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ამ საათს დანარჩენებზე ხშირად ვიკეთებ. და მიუხედავად იმისა, რომ უფრო მამაკაცურია, ძალიან უხდება როგორც ყოველდღიურ, ისე სამსახურის სტილს. გარდა ამისა, ეს საათი ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ დროს მახსენებს - ის მეუღლემ მეორე ორსულობის დროს მაჩუქა"

4. Olympia Le-Tan-ის ქლაჩი.

ვგიჟდები Olympia Le-Tan-ის ქლაჩებზე. გენიალურად ვთვლი მის იდეას წიგნის ფორმის ქლაჩების შექმნაზე. ძალიან მომწონს ასეთი ორიგინალური ნივთები - შეხედავ ამ ქლაჩს და თავიდან ვერც კი მიხვდები, რომ ჩანთაა და არა წიგნი. მე ორი ასეთი "წიგნი" მაქვს. მაგრამ ეს უფრო მომწონს: პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ეს ჩემი მეგობრის ნაჩუქარია, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. მეორე მხრივ კი ძალიან მოსახერხებელია ზომის გამო. მასში ეტევა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ტელეფონი, ტუჩების პრიალა საცხი და ფული"

5. ANOUKI BICHOLLA-ს კაბა

"დიდი სიამოვნებით მაცვია ის სამოსი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. ეს კაბა ყველაზე მეტად მიყვარს. მომწონს, რომ ის დახურულია, მაგრამ ამავე დროს ქალური და ელეგანტურია. ეს კაბა ერთ ეგზემპლარადაა შექმნილი. როდესაც ჩვენი კოლექციიდან რომელიმე კაბას ჩემთვის ვირჩევ, ის მხოლოდ მე მრჩება და გასაყიდად აღარ გაგვაქვს".

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება