"გრაფ მონტე-კრისტოს" თავიდან იღებენ

"გრაფ მონტე-კრისტოს" თავიდან იღებენ

ალექსანდრე დიუმას რომანს, "გრაფ მონტე-კრისტოს" თავიდან იღებენ. ახალი ეკრანიზაციისთვის სცენარი მაიკლ რობერტ ჯონსონმა დაწერა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იტყობინება. მონტე-კრისტოს ახალი კინოვერსიის რეჟისორი დევიდ გოიერი იქნება.

გავრცელებული ხმებით, ახალ ფილმში მაყურებელი ედმონ დანტესს ახალი კუთხით გაიცნობს. როგორც The Hollywood Reporter-ი იტყობინება, მონტე-კრისტოს ახალი ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ეცდება, მთავარი პერსონაჟი XIX საუკუნის "შავ რაინდად" აქციოს.

დიუმამ რომანზე მუშაობა 1844 წელს დაასრულა. რომანი ორ ნაწილად - 1844-1845 წლებში დაიბეჭდა. დღემდე წიგნის რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება