იოკო ონომ ჯონ ლენონის სისხლიანი სათვალის ფოტო გამოაქვეყნა

იოკო ონომ ჯონ ლენონის სისხლიანი სათვალის ფოტო გამოაქვეყნა

ლეგენდარული ჯონ ლენონის ქვრივი იოკო ონო ექსცენტრული ხასიათით და სკანდალებით არის ცნობილი, მაგრამ მისმა საქციელმა საზოგადოება მაინც გააოცა.

მშვიდობის აქტივისტმა იოკომ შეერთებულ შტატებში იარაღის ყიდვა-გაყიდვის კონტროლის დონე გააპროტესტა და პროტესტის ნიშნად "ტვიტერზე" პროვოკაციული ფოტოსურათი ატვირთა.

ფოტოსურათზე ჯონ ლენონის სისხლიან სათვალეს ნისლიანი ქალაქის ფონი აქვს და ინგლისურ ენაზე წარწერა ერთვის: "მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს ესროლეს და მოკლეს, შეერთებულ შტატებში 1 057 000 ადამიანია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება