ედვარდ ნორტონი მამა პირველად გახდა

ედვარდ ნორტონი მამა პირველად გახდა

43 წლის მსახიობ ედვარდ ნორტონს და მის საცოლეს, კანადელ პროდუსერ შონა რობერტსონს პირველი შვილი შეეძინათ.

"ნებისმიერი ჯილდო არაფერია იმასთან, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა. რაღაზე უნდა ვიოცნებო",- აღიარა ნორტონმა.

წარსულში ედვარდს ორი ხმაურიანი რომანი ჰქონდა: მსახიობ სელმა ჰაიეკთან და როკ მომღერალსა და მსახიობ კორტნი ლავთან. ორივე ქალმა თავის დროზე განაცხადა, რომ ნორტონთან ოჯახის შექმნაზე უარს არ იტყოდნენ.

მსახიობი "ოსკარზე" ორჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ პრემია არ მიუღია.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება