მსახიობი ლაიმ ნისონი ირლანდიის "წლის ადამიანი" გახდა. ჯილდო მსახიობს, რომელიც ირლანდიაში დაიბადა, ნიუ-იორკში გადასცეს. ნისონმა სცენიდან რამდენიმე სამადლობელო სიტყვა თქვა. მან აღნიშნა, რომ პატივსაცემი ადამიანების გვერდით ყოფნა მისთვის დიდი პატივია. ირლანდიის წლის ადამიანის წოდება ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიპოვა, მათ შორის ტედ კენედიმ, რომელიც წარმოშობით ირლანდიელი იყო.
დაჯილდოების ცერემონია ნისონისთვის რთულსა და სიმბოლურ თარიღს დაემთხვა: 2009 წლის 18 მარტს მისი მეუღლე ნატაშა რიჩარდსონი გარდაიცვალა.
მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.