ნიკოლა სარკოზის ბეტანკურის საქმეზე ბრალდება წაუყენეს

ნიკოლა სარკოზის ბეტანკურის საქმეზე ბრალდება წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 21 მარტს პარფიუმერული კომპანია L'Oreal-ის მფლობელისგან, ლილიან ბეტენკურისგან ფულის უკანონო მიღებაში ბრალდება წაუყენეს. საუბარი 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეხება.

სარკოზის ბრალდება ბეტანკურის თანამშრომლების დაკითხვის შემდეგ წარედგინა. კერძოდ, დაკითხვაში L'Oreal-ის მფლობელის ყოფილი მამასახლისი მონაწილეობდა. გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, საფრანგეთის უმდიდრეს ქალს სარკოზი რამდენჯერ შეხვდა. თავად ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ეს ერთხელ მოხდა, მაგრამ ბეტანკურის გარემოცვა ამტკიცებს, რომ შეხვედრა რამდენიმე იყო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი გამოძიების გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ თავისი კლიენტის ახალ საპროცესო სტატუსს გაასაჩივრებს.

გამოძიების ინფორმაციით, სარკოზიმ ბეტანკურისგან 150 000 ევრო მიიღო, მაშინ როცა ფრანგული კანონებით, საპრეზიდენტო კანდიდატს კერძო პირებისგან 4,6 ათას ევროზე მეტი შემოწირულობის მიღების უფლება არ აქვს.

2012 წლის ივლისში გამოძიების ფარგლებში სარკოზის სახლი, კაბინეტი და იურიდიული კომპანია, რომლის თანამფლობელიცაა, გაჩხრიკეს. მაგრამ, ნოემბერში გამომძიებლებმა გადაწყვიტეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალდება არ წარედგინათ და მას მოწმის სტატუსი დაუტოვეს.

90 წლის ლილიან ბეტანკურს ალცჰეიმერის დაავადება სჭირს. 2011 წელს საფრანგეთის უმდიდრესი ქალის ნათესავებმა მის ქმედით უუნაროდ გამოცხადებას მიაღწიეს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა