ბარ რაფაელის ”ყველაზე მოდურის” ტიტული მიანიჭეს

ბარ რაფაელის ”ყველაზე მოდურის” ტიტული მიანიჭეს

27 წლის ებრაელ მოდელ ბარ რაფაელის ავსტრიაში Vienna Awards For Fashion & Lifestyle-ს დაჯილდოების ცერემონიალზე ”ყველაზე მოდურის” ტიტული მიანიჭეს.

ღონისძიებაზე მოდელს წითელი შარვალი და მოკლე პიჯაკი ეცვა. ვარსკვლავმა ავტოგრაფები დაარიგა და ფოტოგრაფების წინ პოზირებდა.

რაფაელი ძირითადად საცურაო კოსტუმებს უკეთებს რეკლამას და თამამ ფოტოსესიებზეც უარს არასდროს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური პარამეტრები აქვს, კოლეგა მოდელებისგან განსხვავებით "მძიმეა" და პოდიუმზე არ გადის.

ისრაელში სწორედ რაფაელი გახდა ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლის სარეკლამო სახე. ქვეყანაში 2013 წლიდან სამოდელო სააგენტოებმა ზედმეტად გამხდარ გოგონებს კონტრაქტი შეუწყვიტეს. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ის მოდელები დასაქმდებიან, რომელთაც რაფაელის მსგავსად სავსე, ქალური ფორმა ექნებათ.

ვარსკვლავი 174 სანტიმეტრია. მისი პარამეტრებია: 89-60-89.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება