კრისტინა აგილერამ ჯასტინ ბიბერს სცენიდან წასვლა ურჩია

კრისტინა აგილერამ ჯასტინ ბიბერს სცენიდან წასვლა ურჩია

მომღერალი კრისტინა აგილერა თინეიჯერ კოლეგა ჯასტინ ბიბერს რჩევებს აძლევს. კრისტინამ ბიბერს სცენიდან დროებით წასვლა ურჩია. აგილერა ფიქრობს, რომ ჯასტინი ყურადღების ცენტრში ზედმეტად მოექცა და საჭიროა, ცოტა ხნით "დაიმალოს".

ჯასტინი ბოლო დროს თავს ცუდად გრძნობს: ლონდონში კონცერტზე 2 საათით დაიგვიანა, შემდეგ სცენაზე ცუდად გახდა, მოგვიანებით სასტუმროს წინ პაპარაცი სცემა და ბოლოს საყვარელს, მომღერალ სელენა გომესს დაშორდა.

"კამერების წინ ცხოვრება ძალიან რთულია. ასეთ დროს სჯობს დაისვენო და სცენაზე განახლებული ძალებით დაბრუნდე. ბიბერს ვურჩიე, უფრო დამოუკიდებელი გახდეს", - განუცხადა აგილერამ ვებსაიტ Hollyscoop-ის ჟურნალისტს.

მომზადებულია Hollyscoop-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება