ადრიანა ლიმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელად დაასახელეს

ადრიანა ლიმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელად დაასახელეს

საიტმა MODELS.com-მა მსოფლიოს 25 ყველაზე სექსუალური მოდელის რეიტინგი გამოაქვეყნა. შეფასების კრიტერიუმად გოგონების გარეგნობის გარდა, მათზე არსებული მოთხოვნა, მათი სარეკლამო კამპანიების წარმატება და სხვა ფაქტორები გამოიყენეს.

როგორც ჩანს, ამ სფეროში ყველაზე წარმატებულნი ბრაზილიელი მოდელები არიან. სწორედ მათ დაიკავეს რეიტინგის ლიდერთა ადგილები. პირველ და მეორე ადგილზე ადრიანა ლიმა და ჟიზელ ბუნდჰენი გავიდნენ. სულ რეიტინგში სამხრეთ-ამერიკის 9 წარმომადგენელი შევიდა.

მესამე ადგილი ამერიკელ კეიტ აპტონს ერგო. ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი ამჯერად მე-13 ადგილს დასჯერდა.

ყველაზე სექსუალურ მოდელთა ტოპ-ოცდახუთეულში შევიდნენ მოდელები ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ლიტვიდან, ისრაელიდან. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა გოგონა ბრენდ Victoria`s Secret-თან თანამშრომლობს.

MODELS.com-ის სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. ადრიანა ლიმა (ბრაზილია, 31 წლის)

2. ჟიზელ ბუნდჰენი (ბრაზილია, 32 წლის)

3. კეიტ აპტონი (აშშ, 20 წლის)

4. კენდის სვეინპოლი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 24 წლის)

5. როუზ ჰანტინგტონ-უიტლი (დიდი ბრიტანეთი, 25 წლის)

6. მირანდა კერი (ავსტრალია, 29 წლის)

7. ალესანდრა ამბროსიო (ბრაზილია, 31 წლის)

8. დატცენ კრუსი (ნიდერლანდები, 28 წლის)

9. ლარა სთოუნი (ნიდერლანდები, 29 წლის)

10. იზაბელი ფონტანა (ბრაზილია, 29 წლის)

11. ანა ვიალიცინა (რუსეთი, 26 წლის)

12. იზაბელ გიულარი (ბრაზილია, 28 წლის)

13. ირინა შეიკი (რუსეთი, 27 წლის)

14. ბეატი პრინსლუ (ნამიბია, 23 წლის)

15. ერინ ჰეზერტონი (აშშ, 24 წლის)

16. ალისა მილერი (აშშ, 23 წლის)

17. ბარ რაფაელი (ისრაელი, 27 წლის)

18. ლილი ოლდრიჯი (აშშ, 27 წლის)

19. ედიტა ვილკევიჩუტე (ლიტვა, 24 წლის)

20. ლინდსი ელინგდონი (აშშ, 28 წლის)

21 ანა ბეატრის ბაროსი (ბრაზილია, 30 წლის)

22. ემანუელა დე პაულა (ბრაზილია, 23 წლის)

23. სინტია დიკერი (ბრაზილია, 24 წლის)

24. მარლო ჰორსტი ( ნიდერლანდები, 24 წლის)

25. ლეის რიბეირო (ბრაზილია, 20 წლის)

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია MODELS.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება